16:14 - 13 Apr, 2026
|
2015-08-22 14:39:26, 1228 ნახვა
მსოფლიო
გერმანიამ, შესაძლოა, შენგენის ზონა დატოვოს
გერმანიამ, შესაძლოა, შენგენის ზონა დატოვოს. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა თომას დე მეზიერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ შენგენს და მოქალაქეების თავისუფალ გადადგილებას. თუმცა, თუ კანონს არავინ იცავს, შენგენი საფრთხეშია“, – განაცხადა დე მეზიერმა. მისი თქმით, წელს გერმანიას თავშესაფრის თხოვნით 800 ათასმა ადამიანმა მიმართა, რაც სხვა ევროპულ ქვეყნებზე გაცილებით მეტია. დე მეზიერმა ევროკავშირის ქვეყნებს მეტი მიგრანტის მიღებისკენ მოუწოდა. წელს ევროკავშირში არალეგალურად 340 ათასი მიგრანტი შემოვიდა. ისინი საბერძნეთსა და იტალიაში ნავებით ჩადიან, ხოლო შემდეგ შენგენის ზონაში გადაადგილების თავისუფლებით სარგებლობენ და თავშესაფრის მიღებას ცდილობენ.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)