2020-05-09 14:04:47, 14537 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა თავართქილაძის განცხადებით, მათ კლინიკაში ორი პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო.
მისი თქმით, კლინიკაში მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება.
"ამ ეტაპზე 66 პაციენტია ჩვენს კლინიკაში, კოვიდ ინფიცირებული არის 44 პაციენტი. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ დღეს დატოვებს კლინიკას. ველოდებით ასევე რეტესტირების პასუხს უკვე საღამოს და ამის შემდეგ გადაწყდება დატოვებენ თუ არა ისინი კლინიკას ხვალ ან ზეგ.
რაც შეეხება ახლა პაციენტებს, ჩვენ ახალი პაციენტი არ დაგვმატებია. ყველა კოვიდ ინფიცირებულის მდგომარეობა არის სტაბილური. ორის მდგომარეობა არის საყურადღებო", - განაცხადა თეა თავართქილაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან