|
2018-06-26 15:03:57, 5176 ნახვა
კულტურა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება
„საქართველოს ბანკის“ მხარადაჭერით, 2018 წლის ივლისიდან ნოემბრის თვის ჩათვლით, საქართველოს რვა რეგიონში, ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ გაიმართება. „ფუძეობა“ კომპანია GeoTourist-ის საავტორო სოციალური პროექტია, რომელიც ხორციელდება მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონალური კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. ფესტივალის სლოგანია „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“. თითოეულ ღონისძიებაზე ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი რეგიონის ფოლკლორული მახასიათებლები. ღონისძიებაში მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს, მათ შორის რეგიონის ფოლკლორის წარმომადგენლები და პოპულარული ქართველი შემსრულებლები. პროექტი ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეგიონის მასშტაბით სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალი საინტერესოა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის, რადგან ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საფესტივალო ქალაქი. ადგილზე მისულ სტუმრებსა და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ კონკრეტული რეგიონისათვის დამახასიათებელი სამზარეულო, მიიღონ მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში: სირბილი, მკლავჭიდი, ჭიდაობა. ფუძეობაზე მოსული სტუმრები შეძლებენ იხილონ რეგიონისთვის დამახასიათებელი აღდგენილი ქართული თამაშები. ისეთი, როგორიცაა: მშვილდოსნობა, სამჭიდი, ქვაჭილდაობა, შუბოსნობა. მოეწყობა საბავშვო გასართობი კუთხე. დასკვნით კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა, ანსამბლი „ერისიონი“, ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „რუსთავი“, დავით არჩვაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი „შვიდკაცა“. ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე პრიზებით დაჯილდოვდებიან ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანები. ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიებები განხორციელდება: სამცხე- ჯავახეთი - ბაკურიანი - 21 ივლისი ზემო სვანეთი - მესტია - 29 ივლისი მცხეთა-მთიანეთ - ყაზბეგი - 11 აგვისტო რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაური - 27 აგვისტო შიდა ქართლი - ნიქოზი - 29 სექტემბერი სამეგრელო - ფოთი - 6 ოქტომბერი გურია - ოზურგეთი - 12 ოქტომბერი კახეთი - ყვარელი - 8 ნოემბერი
(R)
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)