|
2017-07-24 11:28:20, 3955 ნახვა
კულტურა
საირმეში მუსიკალური ფესტივალი „საირმე 2017“ გაიმართება
„საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში“ 25 ივლისს 12:00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია „მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017“- ის შესახებ, რომელსაც წარმოადგენენ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორი ბ-ნ გიორგი დონაძე, დირექტორის მოადგილე ბ-ნ ირაკლი ჭელიძე, კურორტი „საირმე“-ს დამფუძნებელი ბ-ნ თემურ კოხოძე, კომპოზიტორი და დირიჟორი ბ-ნ ვახტანგ კახიძე და ანსამბლი „რუსთავის“ ხელმძღვანელი ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილი. „მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017“ გაიმართება 29 ივლისიდან - 10 სექტემბრის ჩათვლით, კურორტ საირმეში. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ანსამბლები და სოლო შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. პროექტის განხორციელების მიზანია იმერეთის რეგიონის კულტურულ ცენტრად ქცევა და კურორტ საირმეს, როგორც უნიკალური საკურორტო ზონის პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა და ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს ქართული მუსიკის მიმართულებით. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „დიდგორი“, „იალონი“, „შავნაბადა“, „ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი“, „იამე“, „ბასიანი“, „თბილისი“ და სოლო შემსრულებლები ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე, რომა რცხილაძე და Paul Rimple. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. მომავალი წლიდან იგეგმება ფესტივალისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება და სხვადასხვა ქვეყნებიდან შემსრულებლების მოწვევა. ფესტივალის წარმომდგენი: სასტუმრო „საირმე“ და „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი“ ფესტივალის პროგრამა: 29 ივლისი - ანსამბლი „რუსთავი“ 5 აგვისტო - ანსამბლი „დიდგორი“ 12 აგვისტო - ანსამბლი „იალონი“ 19 აგვისტო - დავით ნოზაძე და ნეკა სებისკვერაძე 20 აგვისტო - რომა რცხილაძე და Paul Rimple 26 აგვისტო - ანსამბლი „შავნაბადა“ 2 სექტემბერი - ანსამბლი „თბილისი“ 9 სექტემბერი - ანსამბლები „იამე“ და „ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი“ 10 სექტემბერი - ანსამბლი „ბასიანი“
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)