22:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-10 10:38:50, 794 ნახვა

საზოგადოება
ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ ორი დიდი არაბული ქალაქის მშენებლობა, მიგრაციის ზრდაზე არ იმოქმედებს

„ვხედავთ მიზანმიმართულ ტყუილებს და მცდელობას, მიგრაცია დაკავშირებული იყოს ინვესტიციასთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში არსებობს მიგრაციის კანონი. მეტიც,  ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მკაცრი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით. ამდენად Eagle Hills-ის მასშტაბური ინვესტიციის ფარგლებში რისკი უკანონო მიგრაციის მიმართულებით ნულოვანია" - განაცხადა ივანიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ე.წ მინისტრმა აღნიშნა, მსგავს სპეკულაციურ განცხადებებს და უკანონო მიგრაციის პოტენციურ ზრდასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს Eagle Hill - ის ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოში მასშტაბური არაბული ინვესტიციები დააანონსა. როგორც კობახიძემ განმარტა, არაბული კომპანია Eagle Hills თბილისში 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს და დიდ საცხოვრებელ კომპლექსებს ააშენებს. საქართველოსა და არაბულ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics