11:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 10:25:13, 2590 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს - რუსეთი მეორე ლოყაშიც გაგარტყამს

ჯურაჯ, რუსეთის დაუსჯელობის განცდა მისი დანაშაულების ძირითადი მიზეზია, რუსეთი მეორე ლოყაშიც გაგარტყამს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯურაჯ ბლანარის განცხადებას, რომლის თქმითაც შესაძლოა, რუსეთს უნდა აპატიონ ყველაფერი, რაც მოხდა.

„ჯურაჯ, რუსეთის დაუსჯელობის განცდა მისი დანაშაულების ძირითადი მიზეზია. გულუბრყვილობაა ელოდო, რომ დამნაშავე შეჩერდება, თუ მას, დანაშაულის გამო, დასჯის ნაცვლად აპატიებენ. რუსეთი მეორე ლოყაშიც გაგარტყამს და მათ, ვისაც ამ ომში არავინ დაუკარგავთ, არ აქვთ უფლება, ასეთი განცხადებები გააკეთონ“, - წერს სიბიგა.

ცნობისთვის, სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება და რომ ასეთი კონფლიქტების აცილება „დიპლომატიური საშუალებებით და საერთაშორისო სამართლის დაცვით“ უნდა მოხდეს. „დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას და ვეძებოთ რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაციის გზები“, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ დასავლეთმა უნდა იპოვოს გზა რუსეთთან თანამშრომლობისთვის „და შესაძლოა, აპატიოს კიდეც ყველაფერი, რაც მოხდა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics