10:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 19:13:42, 1013 ნახვა

სხვადასხვა
სასჯელაღსრულების მინისტრმა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამა დაამტკიცა

სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში საპილოტე რეჟიმში 2013 წლის დეკემბრიდან წარმატებით მოქმედებს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით დამტკიცდა.

პროგრამის მიზანი სუიციდისკენ მიდრეკილი პირების გამოვლენა, მათთვის დახმარების გაწევა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროფესიის მქონე სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებულისთვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და განხორციელებაა. ბრალდებულების/მსჯავრდებულების სუიციდის რისკების მიხედვით იდენტიფიცირებას მულტიდისციპლინური ჯგუფი განახორციელებს, რომელშიც სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, ფსიქოლოგები, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები, ასევე, სოციალური მუშაკები შევლენ. ბრალდებულების/მსჯავრდებულების სუიციდის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას ფსიქოლოგი ან ექიმი-ფსიქიატრი მიიღებს. დღეის მონაცემებით, პროგრამაში 59 ბრალდებული/მსჯავრდებულია ჩართული. 2015 წელს პროგრამაში ჩართული პირების სუიციდის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics