15:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 15:36:31, 4076 ნახვა

Lifestyle
გალ გადოტი: მე ვლოცულობ, რომ ეს წარმოუდგენელი მტრობა დასრულდეს, ვლოცულობ კონფლიქტის გამო დაღუპულთა სულებზე

ებრაული წარმომავლობის ამერიკელი მსახიობი გალ გადოტი საკუთარ "ტვიტერში" გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ისრაელსა და პალესტინას შორის მოქმედ შეიარაღებულ კონფლიქტს გმობს.

"ამ მოჯადოვებულ წრეზე დაუსრულებდად დიდხანს დავდივართ. ისრაელი, როგორც ჩვენი მეზობლები იმსახურებს თავისუფლებას და უსაფრთხოებას. მე ვლოცულობ კონფლიქტში დაღუპულთა სულებზე და მათ ოჯახებზე. მე ვლოცულობ, რომ ეს წარმოუდგენელი მტრობა დასრულდეს. მე ვლოცულობ იმისთვის, რომ მოვძებნოთ გამოსავალი და თანაცხოვრება შევძლოთ",-დაწერა მსახიობმა სოც.ქსელში.

ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ, გადოტი ისრაელის მოქალაქეებმა გააკრიტიკეს და შეახსენეს , რომ ის ისრაელის არმიაში 2 წელი ინსტრუქტორის პოსტზე მუშაობდა და შეიარაღებულ ოპერაციებში მონაწილეობდა. კრიტიკა მოჰყვა პალესტინის მკვიდრთა მხრიდანაც-კომფლიქტის მეორე მხარემ, მსახიობს იგივე სამხედრო გამოცდილება გაუხსენა და პალესტინელების მიმართ "ეთნიკურ წმენდებში" მონაწილეობა დააბრალა. ამ კომენტარების შემდეგ, გადოტმა საკუთარი წერილის ქვეშ კომენტარების დატოვების შესაძლებლობა შეზღუდა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics