01:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-05 10:38:15, 1376 ნახვა

სამართალი
სოფელ შაშიანში 45 წლის მამაკაცი მოკლეს - დაჭრილია გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილიც

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1977 წელს დაბადებული გიორგი ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა, გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში, 1972 წელს დაბადებული ავთანდილ ქ-ს საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოახდინა, რა დროსაც, ავთანდილ ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილის შვილი – 2000 წელს დაბადებული ვალერი ქ. და მეზობელი –1954 წელს დაბადებული აკაკი ჩ. დაიჭრა. გიორგი ყ-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. დაჭრილები გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, გიორგი ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ კალაურში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics