14:23 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 13:45:36, 543 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მადლობის წერილი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მადლობის წერილი მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, წერილში შტაინმაიერი პრემიერ-მინისტრს  მასპინძლობისთვის მადლობას უხდის  და აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტი საქართველო-გერმანიის უნაკლო მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს.
„ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მინდა, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ინტენსიური საუბრისათვის თბილისში ჩემი ყოფნის დროს. ეს ვიზიტი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის უნაკლო მეგობრული ურთიერთობების გამოხატულება და პირადად ჩემთვის ძალიან სასარგებლო.
გარდა ამისა, თქვენი შეფასება აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაციისა, განსაკუთრებით რუსეთის ეკონომიკასა და უკრაინაში მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ძალიან დამეხმარა შემდგომი კვირების განმავლობაში მდგომარეობის შეფასებაში.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ამ დროს კიდევ ერთხელ გამომეხატა სოლიდარობა თქვენი ქვეყნის მიმართ. მადლობელი ვარ, რომ სოლიდარობის ეს გამოხატულება ასეთი კმაყოფილებით იქნა მიღებული.
თქვენთან საუბრისას ჩემთვის კიდევ ერთხელ გახდა ნათელი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა. ამიტომ, დაბრუნებისთანავე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, კიდევ უფრო მეტი მონდომებით მიდგომოდნენ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხს“, - ნათქვამია ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის წერილში.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები საქართველოსთან ევროკავშირის ფარგლებშიც კიდევ უფრო განვითარდეს და იმედოვნებს, რომ მომავალი წლები ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი იმპულსების მომცემი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics