2015-07-16 10:48:28, 608 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის საკრებულოს წევრი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დეპუტატი შაირ საფაროვი დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით, მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა 2 000 ლარის ოდენობით.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითავლისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან