2019-06-29 17:02:13, 14345 ნახვა
სპორტი
[ექსკლუზივი] ძიუდოს ნაკრების მწვრთნელმა ლუკა მაისურაძეს თვითმფრინავში დაარტყა
მინსკში მიმდინარე ევროპის თამაშებიდან დაბრუნებულ ქართველ ძიუდოისტებს შორის უსიამოვნო შემთხვევა მოხდა.
"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფმა ძიუდოს ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა გიორგი ბაინდურაშვილმა ლუკა მაისურაძეს დაარტყა.
ლუკა მაისურაძე 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტია, რომელმაც საქართველოს ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტის დროს ბაინდურაშვილი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.
დაპირისპირების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ჩხუბი შიდა დაპირისპირების გამო დაიწყო.
ამჟამად სხვა დეტალები უცნობია.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან