2019-06-27 20:18:36, 3362 ნახვა
ევროპის ამბები
პრემიერი - გუნდში არავინ გვყავს, ვინც სკამს გამოეკიდება
„ქართულ საზოგადოებასთან ერთად გვექნება კონკრეტული ანალიზი, რასთან გვქონდა საქმე. თუ ცალკეული შემთხვევების ერთობლიობა, ის ანალიზი რაც დაიდება გამოძიების შემდეგ, იქნება შესაბამისი, სწორედ პირველ რიგში ქართული საზოგადოება იქნება ის ვინც ამ ყველაფერს განსაზღვრავ და შეაფასებს, ჩვენ არ გვყავს გუნდში არავინ, ვინც სკამს გამოეკიდება. ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. ფაქტი არის ერთი, რომ მოხდა ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მძიმე სცენარის არიდება და ამის პარალელურად დაშავდნენ მოქალაქეები ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა ბახტაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან