16:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 13:28:49, 484 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ კერძო პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს სთავაზობს

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ კერძო პირებსა და კომპანიებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის ტრენინგს სთავაზობს.

უნიევერსიტეტის ტრეინინგების მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კერძო პირებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ მათთვის სასურველი ტრენინგი ხანგრძლივობის, საგნის სიღრმისეულად ათვისების და კონკრეტული უნარების დახვეწის მიხედვით. კომპანიებს უნივერსიტეტი მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგს შესთავაზებს.

ამჟამად, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ გამოცხადებულია მიღება: პროექტის პრაქტიკული მართვის სასერტიფიკატო კურსზე (Project Management), ტრენერების ტრენინგზე (ToT) და ტრენინგზე საოპერაციო მართვაში.

პროექტების პრაქტიკული მართვის სასერტიფიკატო კურსი, შემუშავებულია პროექტების მართვის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის- „პროექტის მართვის ინსტიტუტის“ (Project Management Institute) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. მსმენელები დაეუფლებიან საერთაშორისო პრაქტიკას და რეალურ მაგალითებზე  დაყრდნობით, შეისწავლიან ვადის/ბიუჯეტის დაგეგმვას, თანამშრომლობას სხვადასხვა მხარესთან, პროექტის მისადაგებას ბიზნესის ამოცანასთან. კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა  სერტიფიკატი.

ტრენერების ტრენინგი შემუშავებულია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ტრენერის კვალიფიკაცია. ტრენერების ტრენინგის კურსის ფარგლებში, მსემენელი შეძლებს არსებული უნარების გაღრმავებას და ახალი უნარ-ჩვევების შეძენას. კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან სხვადასხვა ტიპის ტრენინგების და სემინარების ჩატარების მეთოდებს, შეიძენენ პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს და მიეცემათ საშუალება ჩაატარონ ტრენინგები აუდიტორიასთან. კურსის შედეგად, მსმენელები ჩამოყალიბდებიან პროფესიონალ ტრენერებად.

საოპერაციო მართვის ტრენინგი, მსმენელს საშუალებას მისცემს შეისწავლოს  საოპერაციო სისტემის აწყობა და ბიზნეს პროცესების უკეთესად მართვა. მსემენელი რეალური ქეისებისა და როლური თამაშების მეშვეობით, საკუთარ ბიზნესზე მორგებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ტრენერი დაეხმარება მსმენელს მისი კომპანიის ამოცანებზე მორგებული საოპერაციო სტრატეგიის შერჩევაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ასევე ტრენინგის შესარჩევად და დასარეგისტრირებლად, ეწვიეთ: www.bog.edu.ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics