09:37 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 14:55:49, 2407 ნახვა

სამხედრო
728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფისთვის ცენტრალური და თავდაცვის უწყების  ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება.

 ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობა თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებას 2020 წლისათვის შეძლებს.

„სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ასევე  სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფა, რისი განხორციელებაც 2013 წლიდან დაიწყო, სწორედ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში და დღემდე 1634 ოჯახია ბინით უზრუნველყოფილი.  დარჩენილი 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესის დაწყებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით ცენტრალური და თავდაცვის უწყების  ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება. 2020 წლისათვის ჩვენ შევძლებთ თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებას. ბინების გადაცემა სამ ეტაპად განხორციელდება და ის 2020 წლისთვის დასრულდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics