2015-01-19 17:56:44, 997 ნახვა
მსოფლიო
რუსი სამხედროს მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი გარდაიცვალა
ერევნის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რუსი სამხედროს ვალერი პერმიაკოვის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
„ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მას ფილტვების, გულის და თირკმელის უკმარისობა განუვითარდა. მას ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსნებეთ, რომ გიუმრიში, 12 იანვრას, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების 6 სულიანი ოჯახი დახოცა.
6 თვის სერიოჯა ავეტისიანი მან დანით დაჭრა და მიატოვა. ბავშვი სამედიცინო დახმარების გარეშე 6 საათის განმავლობაში იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან