10:00 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 15:55:02, 517 ნახვა

პოლიტიკა
შალვა თადუმაძე: მთავრობა ჩვეულებრივ ფუნქციონირებას აგრძელებს

მთავრობის საპარლამენტო მდივანის შალვა თადუმაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი უფლებამოსილებას ინარჩუნებს და შესაბამისად, მთავრობა უფლებამოსილია, თავისი საქმიანობა განახორციელოს. 

როგორც თადუმაძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტში 7 დღეში გადააგზავნის, საკანონმდებლო ორგანო კი,  ნდობის საკითხზე იმსჯელებს. 

„წარდგენილია მთავრობის  ახალი შემადგენლობა. პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება  გახლავთ,  7 დღეში გადააგზავნოს პარლამენტში. მთავრობა  ჩვეულებრივ ფუნქციონირებას აგრძელებს, ყველა მინისტრს გააჩნია უფლებამოსილება“, – აღნიშნა თადუმაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics