10:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 06:21:24, 1086 ნახვა

სამხედრო
სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: არასდროს გვითქვამს, რომ „Agile Spirit 2017“-ში მივიღებდით მონაწილეობას

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  საქართველოში მიმდინარე წვრთნებში  "Agile Spirit 2017"  მონაწილეობის შესახებ ოფიციალური განცხადება არასდროს გაუკეთებიათ.

"ვერ გეტყვით, რატომ მოხვდა სომხეთი წვრთნების მონაწილე ქვეყნების ნუსხაში. სომხეთს არასდროს უთქვამს, რომ ამ წვრთნებში მიიღებდა მონაწილეობას", - აღნიშნა ზაკარიანმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში დაგეგმილ Agile Spirit 2017-ში სომხეთს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ის წვრთნების დაწყების დღეს არ გამოცხადდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, სომხეთმა წვრთნებში მონაწილეობაზე უარი ბოლო წუთს თქვა, თუმცა, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მანამდე აცხადებდა, რომ Agile Spirit 2017-ში მონაწილეობს მიიღებდა.

ამასთან, არტაკ ზაკარიანის თქმით, "ყველა ქმედება შესაძლოა თავიდან იქნას განხილული". მანვე დასძინა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება არ მიიღოს მონაწილეობა წვრთნებში, არ არის განპირობებული აზერბაიჯანის მონაწილეობით ან რომელიმე სხვა ქვეყნის ზეწოლით.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics