2015-04-23 16:30:11, 405 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა გიგი წერეთელმა პროტესტის ნიშნად დატოვა
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
სხდომაზე კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ახალი ხელისუფლების პირობებში ნარკოტიკული ნივთიერებებზე ხელმისაწვდომობის შემცირებაზე საუბრობდა.
~როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების პირობებში შედარებით მეტი ნარკოდამოკიდებული იყო, რადგან ნარკოტიკზე უფრო მეტად იყო ხელმისაწვდომობა. ამან გიგი წერეთლის პროტესტი გამოიწვია. მან განაცხადა, რომ არასწორ სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებენ და სხდომა დატოვა.
ცნობისთვის ჯანდაცვის კომიტეტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მოუსმინეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან