2015-04-21 14:33:39, 527 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს.
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველო გაჭირვებული ქვეყანაა და 10 000 კვადრატული მეტრის შენობა ტყუილად არ უნდა ცდებოდეს.
"ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფო გვაქვს, თამაშის წესებს უნდა დაემორჩილოს ყველა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტიც. მან უნდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია. 10 ათასი კვადრატული მეტრის შენობა ტყუილად არ უნდა ცდებოდეს. ჩვენ გაჭირვებული სახელმწიფო ვართ და ამის ფუფუნება არ გვაქვს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან