17:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 19:57:17, 722 ნახვა

სამხედრო
წვევამდელებს სასროლეთზე საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ

წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის აქტიურად ემზადებიან.

სამთვიანი კურსის ფარგლებში დღეს, მათ სიმონეთის სასროლეთზე საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდები საბრძოლო მომზადებას განახლებული პროგრამით გადიან. მომზადება იმ კურსს შეესაბამება, რომლითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. წვევამდელები პირველი საწყისი სროლის, ნატყვიართა დაჯგუფების, ნორმალურ მოხვედრებამდე მიყვანის, სასწავლო სროლის პირველი და ჩასათვლელ ალტერნატიული საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოებში მომზადდნენ.

სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, ახალწვეულები სხვადასხვა ქვედანაყოფში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში შეიარაღებული ძალებში ახალი სისტემით იმსახურებენ. მათ საბრძოლო მომზადების საათები ყოველდღიურად ექნებათ, ისევე, როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში მიიღებენ, რაც კი, შესაბამის ქვედანაყოფში ჩატარდება. სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics