23:38 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 12:46:32, 625 ნახვა

სამართალი
შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ლევან ქ. მკვლელობის ბრალდებით მცხეთის რაიონ სოფელ მამკოდაში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, საღამოს საათებში, სოფელ მამკოდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1962 წელს დაბადებულ ბესარიონ დ-ს გულმკერდისა და კისრის არეში დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„მიყენებული ჭრილობების შედეგად ბესარიონ დ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლევან ქ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოღებულია. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics