23:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-05 16:25:41, 660 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური: პოლიციელის სავარაუდო მკვლელმა, სამართალდამცველებს ცეცხლი დღესაც გაუხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, უბნის ინსპექტორ ბექა მარგიშვილის სავარაუდო მკვლელმა  პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი დღესაც გაუხსნა. 

,,პოლიციელებმა პიროვნებას მოუწოდეს შესაჩერებლად, არ შეჩერდა და ცეცხლი გახსნა, რომელსაც პარიკი ეკეთა. სავარაუდოდ, ეს ის პიროვნებაა, რომელმაც გუშინ ერთი პოლიციელი მოკლა, მეორე კი დაჭრა. პარიკი დააგდო და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. საბედნიეროდ, არც ერთი პოლიციელი არ დაზიანდა“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 ეს განცხადება ვახტანგ გომელაურმა  პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გააკეთა,  სადაც  დაჭრილი პოლიციის თანამშრომელი ვალერიან გრძელიშვილი მოინახულა.

შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

 ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics