10:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 16:33:16, 668 ნახვა

სამხედრო
გენერალი პეტრ პაველი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ პეტრ პაველის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს.

როგორც მან თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო ნატო-სთვის მაღალი ღირებულების პარტნიორია.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველო მომავალში ნატოს წევრობისთვის მოამზადონ.

„დიდი მადლობა საქართველოს ხელისუფლებას თქვენს ლამაზ ქვეყანაში მოწვევისთვის. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამ თვალსაზრისით, მოვუწოდებთ რუსეთს, უკან გამოიწვიოს ორი რეგიონის აღიარება. საქართველო გახლავთ მაღალი ღირებულების პარტნიორი ნატო-სთვის. გავამყარეთ ჩვენი პარტნიორობა ოპერაციებში, მსხვერპლიც გავიღეთ ერთად. აღნიშნული პარტნიორობა ნათლად ასაბუთებს საქართველოს, როგორც პარტნიორის სანდოობას. მე ასევე არ უნდა დამავიწყდეს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფლაგმანია და  რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში. ხანგრძლივი გზაა გასავლელი წევრობისთვის. ჩვენ ახალი წევრების მოლოდინში ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ რათა საქართველო მოვამზადოთ ნატო-ს წევრობისთვის“, - განაცხადა გენერალმა პეტრ პაველმა.

ცნობისთვის, ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics