07:23 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 20:46:08, 379 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი გაერო-ში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს  შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო  ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს.

"ჩვენ ვხვდებით იმ ქვეყნების ელჩებს გაეროში, რომელთაც ჯერ არ აქვთ წარმომადგენლობა საქართელოში. ჩვენ გვაქვს მათთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ჯერ არც საქართველოს აქვს იმ ქვეყნებში წარმომადგენლობა და არც მათ საქართველოში. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ურთიერთობის დროს ჩვენ წამოვწიოთ ის მთავარი საკითხები, რაც უკავშირდება საქართველოს ცნობადობას, საქართველოს პრობლემატიკას, გლობალურად მნიშვნელობას არაღიარების პოლიტიკის გაღრმავებისა. მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრის შედეგები აისახება ჩვენს საგარეო იმიჯზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტთან შეხვედრას გაერო-ში  შემდეგი ქვეყნების ელჩები დაესწრნენ: გვინეის, გრენადის, იამაიკის, კაბო-ვერდეს, ტიმორ-ლესტეს, ტონგას  და უგანდას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics