09:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 17:07:37, 322 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: თავდაცვის საიდუმლოებაზე რაც უფრო ღიად ვისაუბრებთ, ქვეყნისთვის მით უფრო საზიანოა

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას ბრალდებას  ეხმაურება.

როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, მან ალასანიას სთხოვა, რომ აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერის პროცესი გადაედო და არა გაეუქმებინა.

"ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. მე მას შევახსენე იმ აუცილებელი პროცედურების დაცვის შესახებ, რომელიც უნდა დაეცვა და ვთხოვე, რამდენიმე დღით გადაედო ეს ხელმოწერის პროცედურა და არა ისე, როგორც ის აცხადებს, უარი ეთქვა საერთოდ ხელმოწერაზე.  რაც შეეხება ზოგადად პროცესს, რომელიც  თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას უკავშირდება სამინისტროში დღესაც წარმატებით მიმდინარეობს, მათ შორის იმ მიმართულებითაც რაზეც ალასანია საუბრობს. მაგრამ, რაც უფრო ბევრს და ღიად ვისაუბრებთ თავდაცვის საკითხებზე საიდუმლო თემებზე, რაც უფრო მეტი ჭორაობა და მითქმა- მოთქმა იქნება, მით უფრო მეტი ზიანი მიადგება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას", - აღნიშნა ჯანელიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტისად  მინდია ჯანელიძემ  მას დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics