03:18 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 13:43:38, 1849 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ტორბიორნ იაგლანდი: ევროპის საბჭო აფხაზებსა და ოსებთან ნდობის აღსადგენად აქტიურად მუშაობს

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე მთავარი აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე გააკეთეს. 

როგორც ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, აფხაზეთში ენგურის ხიდზე შექმნილი გადაადგილების პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს.

მისი თქმით, უკეთესი იქნება თუ მათ მონიტორინგის საშუალება უშუალოდ ადგილზე ექნებათ.

იაგლანდის განმარტებით, აფხაზებსა და ოსებთან ნდობის აღსადგენად ევროპის საბჭო აქტიურად მუშაობს.

ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეთნიკური წმენდის შემადგენელ ნაწილად აფასებს. მინისტრის თქმით, ამ ფაქტის შესახებ მან იუნესკოს წერილი რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა და ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილება სთხოვა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს უმრავლესობასთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics