21:31 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 15:35:39, 2102 ნახვა

სამართალი კომენტარი
გია ცერცვაძის ადვოკატი: სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ

ადვოკატი ქსენია პროკონოვა კიევის სააპელაციო სასამართლოს მიერ ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვების გამო იმედგაცრუებულია.

როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, სასამართლომ თავისი უფლებით ისარგებლა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მასალები ამ დრომდე არ მიაწოდეს.

„სასამართლომ თავისი უფლებით ისარგებლა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მასალები ამ დრომდე არ მიაწოდეს. თუმცა, მასალების გადმოცემის დაგვიანება ნიშნავს იმას, რომ გია პატიმრობაში რჩება. სამწუხაროდ, ეს მის ჯანმრთელობასა და მის პერსპექტივაზე ცუდად მოქმედებს, რადგან ამ დროის განმავლობაში ის არ იქნება თავისი ოჯახის წევრებთან ერთად და ვერც საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებს. რა თქმა უნდა, მე იმედგაცრუებული ვარ. შემდეგი სხდომა 3 თებერვალს არის ჩანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ გია პატიმრობაში კიდევ ერთი კვირა იქნება. საქმის მასალების პირველი ინსტანციის სასამართლოდან გადმოცემის დასაჩქარებლად არსებობს მექანიზმები, რომლებსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ“, - განაცხადა ქსენია პროკონოვამ.

შეგახსენებთ, უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics