|
2017-01-25 17:12:25, 1771 ნახვა
კომენტარი
კახიძე წულუკიანზე: ეს ქალბატონი ყველა სფეროში არაკომპეტენტურობით ხასიათდება
"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს იმაზე არაკომპეტენტური ხელმძღვანელი არ ჰყოლია, როგორც დღეს ჰყავს. კახიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ არის სფერო, ან მისი რომელიმე გადაწყვეტილება არ არსებობს, რომელიც სახელმწიფოს ცუდად არ შემოუბრუნდა. "ინტერპოლი იქნება, სტრასბურგის სასამართლო თუ კანონპრექტები, ეს ქალბატონი ყველა სფეროში არაკომპეტენტურობით ხასიათდება. ასევე, სიძულვილის ენით საუბრობს და ორგანიზება გაუკეთა კონკურსს, სადაც გიორგი პაპუაშვილს ნული ქულა დაუწერა იმიტომ, რომ ეს პირი პოლიტიკურად ეზიზღება. ბუნებრივია, ევროსაბჭოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტი ივანიშვილის და წულუკიანის სათათბირო ორგანო არ არის. იქ სხვა სტანდარტებს და არგუმენტებს ითხოვენ და ხელისუფლებას შედარებით ადეკვატური, ნორმალური კონკურსის ჩატარება იმ სტანდარტებით და წესებით მოუწევს, რაც ევროსაბჭოს აქვს და არა წულუკიანს", - განაცხადა კახიძემ. ცნობისთვის, 2016 წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან: ევა გოცირიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან, გიორგი ბადაშვილთან გასაუბრებები გაიმართა, შემდეგ კი, კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო. გუშინ გამართულ კენჭისყრაზე სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურები ჩავარდა. კანდიდატურების წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 მომხრე იყო, 2-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)