03:15 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 14:48:08, 1525 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მამუკა მდინარაძე: მთავრობის ეკონომიკური გეგმის ამოქმედების შემდეგ, ვალუტასთან მიმართებაში სიტუაცია დაწყნარდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით არასწორი მოლოდინების შექმნას ხელი არ შეუწყონ.

მდინარაძე დარწმუნებულია, მთავრობის ეკონომიკური გეგმის ამოქმედების შემდეგ, ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდება:

„არავისთვის უცხო არაა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოწვევების წინაშეა. ალბათ, თავს მოვიტყუებთ, თუ ვიტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში ვალუტასთან მიმართებაში ყველაფერი კარგადაა. ჩვენი ვალია, ამ გამოწვევბს შევხვდეთ მომზადებულები. ამ დღეების განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები ბევრს საუბრობენ მთავრობის წევრების დაბარებაზე.დამერწმუნეთ, როდესაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი, ჩვენს მიერ და არა მხოლოდ ჩვენს მიერ მოწონებული ეკონომიკური გეგმა მოქმედებაში მოვა და ამასთან დაკავშირებით  კრიტიკული კითხვებიც იქნება, პირველი გამხმოვანებლები ამ კრიტიკული კითხვებისა, ჩვენ თავად ვიქნებით, არ ვაპირებთ ერთ ხმაში ვილაპარაკოთ მიუხედავად ჩვენი გუნდურობისა. ვაპირებთ, რომ ვიქნებით კრიტიკულები, საპარლამენტო კონტროლის ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერებას.  კრიზისულ სიტუაციაში, ამ გეგმის ამოქმედებისას დარწმუნებული ვარ, დასტაბილურდება, დაწყნარდება სიტუაცია, ამას ყველა გათვლა, ყველა მოლოდინი რეალისტური, საგნობრივი მოწმობს.ნუ შევუწყობთ წინასწარ ხელს არასწორი მოლოდინების გაღვივებას. ჩვენს მოქალაქეებს ეს საკითხი ისედაც ძალიან აწუხებთ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics