17:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 16:07:54, 352 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ადამიანის უფლებები უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული

„ძალისხმევას არ დავიშურებთ, საქართველოში მივაღწიოთ იმას, რომ ადამიანის უფლებები უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული“, – ამის შესახებ სასქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა.

მისივე მტკიცებით, ქვეყანაში შეიქმნება ისეთი მყარი  დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს. 

„ჩვენ ვამაყობთ იმით,რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, დაამტკიცა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ იმას, რომ ადამიანის უფლებები უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული და აშენდეს რეალურად ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვერ შეძლებს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება მართლმსაჯულებისა და საკანონმდებლო სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს, ისინი ემსახურება ამ უწყებების სისტემურ და სტრუქტურულ გაუმჯობესებას, მათი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას“, – აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics