11:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 18:14:02, 420 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: სამწუხაროდ, დღეს იგივე მიზანი გვამოძრავებს, რაც გვამოძრავებდა 2003 წელს

„სამწუხაროდ, დღეს იგივე მიზანი გვამოძრავებს, რაც გვამოძრავებდა 2003 წელს, ისევ გადასარჩენი გვყავს ჩვენი ქვეყანა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

როგორც ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს დამანგრეველი მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია აშენება და მხოლოდ ნგრევა შეუძლია.

„2003 წელს, ჩვენ ყველანი დავდექით ერთად იმისათვის, რომ საქართველო გადაგვერჩინა იმ ჯოჯოხეთისგან, რომელშიც იმყოფებოდა მთელი 90-იანი წლები, უძრაობისგან, უპერსპექტივობისგან, ამავე ადგილზე ვიყავით შეკრებილი იმ დიდი მოვლენების წინ. დღეს, ბევრი ახალი ადამიანი შემოგვიერთდა, ახალი თაობა შემოგვემატა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს იგივე მიზანი გვამოძრავებს, რაც გვამოძრავებდა 2003 წელს, ისევ გადასარჩენი გვყავს ჩვენი ქვეყანა, ისევ საშველი გვყავს ჩვენი ერი, ისევ ამოსაყვანი გვყავს ჭაობიდან და წუმპედან, რომელშიც ხელახლა აღმოვჩნდით, ისევ განვითარების რელსებზე გვჭირდება დაბრუნება, იმიტომ, რომ ჩვენ ამ რელსებიდან ჩამოვედით, ისევ საჭიროა დიდი დაბრკოლებების გადალახვა იმისათვის, რომ ის უბედურება რაც ახლა არის, ყველაფერი უკან მოვიტოვოთ. სამწუხაროდ ახლა ისევ გაგვაერთიანა იმ ამოცანამ, რომ საქართველო გადავარჩინოთ ამ დამანგრეველი მთავრობისგან, რომელსაც უბრალოდ ქრონიკულად არ შეუძლია აშენება და შეუძლია მხოლოდ ნგრევა და რომელმაც დააბრუნა აჩრდილები 90-იანი წლების“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ადგილი სამართალდამცველები არიან მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics