11:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 16:20:35, 358 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: რას გიშავებთ ეს მთავრობა, რატომ უნდა გადადგეს?

„რას გიშავებთ ეს მთავრობა, რატომ უნდა გადადგეს?“, - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილ საპროტესტო აქციას.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს.

"რას გიშავებთ ეს მთავრობა, რატომ უნდა გადადგეს? „ნაციონალურ მოძრაობას“, იმ მოძალადე ხელისუფლებას ნებისმიერი მეთოდით დაბრუნების სურვილი აქვს და ამისთვის ყველანაირ სიცრუეს ავრცელებს, რომ ხელისუფლება არის უუნარო და უმოქმედო. უუნარობაში ალბათ ის უნდა მივიჩნიოთ, რომ მათ უამრავი სისხლი დაღვარეს იმ ადგილზე, სადაც ისინი გროვდებიან. შეგახსენებთ ციხეების წამებას, თუნდაც გარეთ. წინა და ახლანდელი ხელისუფლება იმით განსხვავდება, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს საშუალება, სიცრუის გამავრცელებელ პირებსაც კი სიტყვის თავისუფლება მისცეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics