11:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 16:04:35, 716 ნახვა

სამართალი
შსს-ს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ შინაგან საქმეთა თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2015 წლის 20 მარტს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შსს–ს  გენერალური ინსპექციიდან მიღებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები, რომლის თანახმადაც შსს–ს  ცალკეული მუშაკები, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი საჭიროების გარეშე მოიპოვებდნენ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცული კომპიუტერული ბაზიდან და შემდგომ ახდენდნენ  ამ ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას. 

მათივე ცნობით, მითითებული სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების უზრუნველსაყოფად   ქ.თბილისის პროკურატურას გადაეცა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ემუხლისპირველი ნაწილით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics