15:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 13:20:27, 1109 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რატიანი: ეს სანდრას პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის თაობაზეც ინფორმირებული ვიყავით

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელ მდივან სერგო რატიანის განცხადებით, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ის დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს, პარტიისთვის ცნობილი იყო და არაფერი გაუგებარი ამ გადაწყვეტილებაში არაა.

„ეს არის სანდრას პირადი გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც ჩვენ ვიყავით ინფორმირებული, გუშინ გვქონდა ამ თემაზე კომუნიკაცია. მე სრულიად მესმის მისი, არაფერი გაუგებარი ამ გადაწყვეტილებაში არაა. პატივს ვცემთ მის პირად არჩევანს“, - განაცხადა რატიანმა. 

პარტიის ინფორმციით, სანდრა რულოვსის მხრიდან დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შემდეგ, პარლამენტში გიორგი ღვინიაშვილი შევა, რომელიც პარტიის პროპორციულ სიაში 28-ეა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics