12:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 13:11:03, 2372 ნახვა

სამართალი კომენტარი
მღებრიშვილი: ადამიანებს პოლიტიკური სიმპათიით არ ვანსხვავებთ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, აუცილებლად დაისჯება

„ადამიანებს პოლიტიკური სიმპათიით არ ვანსხვავებთ, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, შესაბამისი პასუხი აუცილებლად გაეცემა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჯიხაშკრასა და მარნეულში არჩევნების დღეს მომხდარ არეულობაში ბრალდებულთა დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მათი დაკავება არანაირი პოლიტიკური მოიტივით არ მომხდარა.

„აქ არანაირ პოლიტიკური მოტივი არ ყოფილა. მარნეულზე არაერთხელ განვაცხადე, რომ ეს ადამიანები არიან ჩვეუელბრივი კრიმინალები, რომლებმაც  ხელიც კი აღმართეს პოლიციელებზე. ერთ-ერთ პოლიციელს ჩაუტარდა მძიმე ოპერაციაც, რა პოლიტიკურ მოტივზე უნდა ვისაუბროთ ამ შემთხვევაში. ჯიხაშკარს რაც შეეხება, დაკავებულია ორი პირი. ჩვენ არ ადამიანებს პოლიტიკური სიმპათიებით ვასხვავებთ, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, შესაბამისი პასუხი აცილებლად გაეცემა “, - განაცხადა შს მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics