08:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 09:59:56, 383 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი ზუგდიდში მოზარდებისთვის სკანდალური ფილმის ჩვენებას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში, აქციების დარბევისა და წამების ამსახველი ვიდეომასალების შემცველი ფილმის ჩვენებას, რომლებსაც ბავშვები ესწრებოდნენ, "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ  მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეს იყო პროვოკაცია, რომელიც დაიგეგმა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. მოგეხსენებათ, რომ ქალაქ ფოთში ორგანიზება გაუკეთეს "თავისუფალი ზონის"მხარდამჭერებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს. მოხდა მათი გამიზნულად მიყვანა და ამ ფილმის ჩვენება. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ამბობენ, როგორ გაბედეს როგორ აჩვენეს ეს ფილმი ბავშვებსო, აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ იქ სკოლის მოსწავლეები იყვნენ და არა იმაზე, რომ ეს ძალადობა სწორედ მათ მიერ არის განხორციელებული. მთავარი ყურადღება გადაიტანეს იმაზე, რომ იქ შეიპარა "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი რამდენიმე ბავშვი. თვითონ ბავშვებს როგორ ექცეოდნენ ციხეებში, ბავშვებს როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ეს არასწორია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics