05:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 18:33:51, 314 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი: ხელშეკრულების გაფორმებით სამხრეთ ოსეთთან რუსეთის გრძელვადიანი ურთიერთობებია განსაზღვრული

„ხელშეკრულების გაფორმებით სამხრეთ ოსეთთან რუსეთის  გრძელვადიანი ურთიერთობებია განსაზღვრული“,-ამის შესახენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით  განაცხადა.
მისივე თქმით, ხელშეკრულებით დაფიქსირებულია სახელმწიფოთა შორის ორმხრივი  დიალოგის მაღალი დონე.
„დღევანდელი მოლაპარაკებების  შედეგი მოკავშირეობისა და  ინტეგრაციის ხელშეკრულების  გაფორმებაა.  არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ  დაფიქსირებულია სახელმწიფოთა შორისი  ორმხრივი დიალოგის მაღალი  დონე, განსაზღვრულია  ჩვენი ურთიერთობების გრძელვადიანი  მიმართულებები, გათვალისწინებულია ასევე რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივება,  ჩვენს ქვეყნებს შორის შეიქმნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის  საერთო სივრცე,  უზრუნველყოფილი იქნება საბაჟო ორგანოების  ინტეგრაცია და სახელმწიფო საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის“,-განაცხადა კრემლის ლიდერმა.
ცნობისთვის,  დღეს „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება“   რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან გააფორმა, რომელსაც ხელი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და რუსეთის პირველმა პირმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. 
შეგახსენებთ, ცხინვალის რეგიონთან გაფორმებული ხელშეკრულება არის ჩარჩო ხელშეკრულება, ის 25 წლით გაფორმდა და ითვალისწინებს 
ყოველ ათ წელიწადში თვითონ გახანგრძლივებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics