07:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 16:27:31, 533 ნახვა

პოლიტიკა
მერიის პრესსამსახური, საინფორმაციო სააგენტოებისთვის მთავრობის სხდომის გაშუქების წესს განმარტავს

თბილისის მერიის პრესსამსახური, საინფორმაციო სააგენტოებისთვის მთავრობის სხდომის გაშუქების წესს განმარტავს.
როგორც მერიის პრესსამსახურში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებს, ინფორმაციის გავრცელების პროცესში პრობლემები არ შეექმნებათ.
„ისევე, როგორც საქართველოს მთავრობის სხდომიდან ხდება ინფორმაციის გავრცელება, ანალოგიური წესი იმუშავებს  თილისის მთავრობის სხდომის დროსაც. პრესსამსახურის  წარმომადგენელი,  საინფორმაციო სააგენტოების და რადიო მაუწყებლების ჩამწერ მოწყობილობებს სხდომაზე შეიტანს და როგორც მერის სრულ გამოსვლას, ასევე სხვადასხვა საკითხვის განხილვას ჩაწერს. 
მერიის პრესსამსახური, სრულ ტექნიკურ დახმარებას უწევს მედიას, რომ მათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ“,-განუცხადეს ექსპრესნიუსს თბილისის მერიაში. 

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მთავრობის სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურება, თუმცა მას ვიდეო ოპერატორები გადაიღებენ. ამ შეზღუდვას მედიის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics