08:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 10:29:03, 403 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქეთში დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქეთში დასრულდა.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ქალაქ ყარსში თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ (TANAP) პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურ ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეძლო და აჩვენა მსოფლიოს თუ როგორ არის შესაძლებელი წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის მოდელის შექმნა.

 „დღეს ყარსში საფუძველი ჩაეყარა ევრაზიული მნიშვნელობის თანამშრომლობას, „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ ევრაზიულ პროექტს, რომელიც კასპიურ გაზს ევროპის შუაგულში გაიტანს. მომავალში კასპიური გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. საქართველოსთვის TANAP-ი იქნება კიდევ უფრო მეტი დაცულობის, ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გარანტი როგორც პროექტის მშენებლობის განმავლობაში, ისე მომავალში პროექტის განხორციელების შედეგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 გიორგი მარგველაშვილმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა და ქალაქ ყარსში ჰეიდარ ალიევის სახელობის სკოლა-ლიცეუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

 ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციასთან ერთად ქალაქ ყარსის კავკასიურ უნივერსიტეტში ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრისას პრეზიდენტმა ყურადღება თურქეთში ქართული ენის შესწავლის მნიშვნელობაზე გაამახვილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics