14:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 22:22:28, 2499 ნახვა

მსოფლიო
„თუ სირიაში კონფლიქტი გაგრძელდება, ექსტრემისტებმა შესაძლოა, რუსეთის ქალაქებში ტერაქტები განახორციელონ“

თუ სირიაში კონფლიქტი გაგრძელდება, ექსტრემისტებმა შესაძლოა, რუსეთის ქალაქებში ტერაქტები განახორციელონ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი განცხადებით, ამ ყველაფრის შედეგად რუსეთი გააგრძელებს სამშობლოში სამხედროების ცხედრების გაგზავნასა და რესურსის დაკარგვას. მან აქვე აღნიშნა, რომ სტაბილურობა, რომელსაც, ისინი [რუსები] სირიაში ეძებენ, სულ უფრო წარმოსახვითი იქნება”.

“შედეგი იქნება ის, რომ სირიაში სამოქალაქო ომი გაგრძელდება [თუ შეთანხმება არ შედგება], ექსრემისტები გააგრძელებენ მათი ოპერაციების გაფართოებას, რომლებიც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ, შესაძლოა, რუსეთის ქალაქებში თავდასხმებს გულისხმობს, რუსეთი კი გააგრძელებს სამშობლოში სამხედროების ცხედრების გაგზავნასა და რესურსის დაკარგვას. სტაბილურობა, რომელსაც, მათი თქმით, ისინი სირიაში ეძებენ, სულ უფრო წარმოსახვითი იქნება”, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურის წარმომადენლის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურის წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯონ კირბის განცხადება რუსეთში ტერაქტების შესახებ მოწოდებას ჰგავდა. მისი თქმით, ის გამორციხავს, რომ რომ ტერაქტების განხორციელებას ზომიერი ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცდებიან, რომლებთანაც ვაშინგტონი თანამშრომლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics