2016-09-29 15:12:41, 2738 ნახვა
მსოფლიო
Die Zeit: გიულენის ასობით მხარდამჭერმა გერმანიას თავშესაფრის მინიჭების თხოვნით მიმართა
მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ასობით მხარდამჭერმა გერმანიას თავშესაფრის მინიჭების თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Die Zeit-ი ბერლინში არსებულ ფონდზე “დიალოგი და განვითარება” დაყრნდობით ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, გერმანიაში გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული სკოლები მოსწავლეების რიცხვის შემცირებას უჩივიან. მაგალითად, შტუტგარტში მდებარე ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულებიდან მშობლებმა 65 ბავშვი გაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან