2016-09-16 12:54:10, 1981 ნახვა
მსოფლიო
The Los Angeles Times: დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 47% უჭერს მხარს, ჰილარი კლინტონს - 41%
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი თავის ოპონენტ ჰილარი კლინტონს 6% უსწრებს, - ამის შესახებ გამოცემა The Los Angeles Times-ის გამოკითხვებზე დაყრდნობით წერს.
მედია საშუალებსი ინფორმაციით, გამოკითხულთა 47%-მა დონად ტრამპს დაუჭირა მხარი, ჰილარი კლინტონს კი 41% მისცა ხმა.
სააგენტო Bloomberg-ის მიერ ოჰაიოს შტატში ჩატარებულმა გამოკითხვამ ასევე ტრამპის უპირატესობა გამოავლინა. რესპუბლიკელ კანდიდატს კვლევის მონაწილეთა 48%-მა დაუჭირა მხარი, ჰილარი კლინტონს კი 43%-მა.
ცნობისთვის, ჰილარი კლინტონმა ავადმყოფობის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანია განაახლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან