2016-09-13 12:34:41, 2057 ნახვა
მსოფლიო
SANA: სირიის ძალებმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის თვითმფრინავი ჩამოაგდეს
სირიის არმიის განცხადებით, გოლანის მაღლობების რაიონში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 2 თვითმფრინავი ჩამოაგდო, - ამის შესახებ სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA იუწყება.
"სირიის საჰაერო ძალებმა წინააღმდეგობა გაუწიეს თავდასხმას და ჩამოაგდეს ისრაელის 2 გამანადგურებელი ქალაქ ქუნეთრას სამხრეთით და მტრის უპილოტო საფრენი აპარატი დასახლება სასაას დასავლეთით", - ნათქვამია სირიის არმიის განცხადებაში.
აღსანიშნვია, რომ ისრაელის ხელისუფლება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა სამხედრო გამანადგურებელი ბაზაზე დაბრუნდა.
ამასთან, მანამდე ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიის საარტილერიო პოზიციებზე დარტყმები განახოციელა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან