2016-09-10 11:56:20, 2185 ნახვა
მსოფლიო
ბანგლადეშში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა
ბანგლადეშის ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების დროს შენობაში 100-მდე მუშა იმყოფებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს. ექიმების ცნობით, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
სახანძრო სამსახურებმა ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოახერხეს, სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ შენობაში რამდენიმე ადამიანი დარჩენილი იყოს.
მედიის ცნობით, ბანგლადეშში მოქმედი ქარხნების უმეტესობაში უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფილი არ არის. 2013 წელს, ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან