2016-08-16 16:23:50, 1910 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ 44 კომპანიაში ჩხრეკა ჩაატარა და 120 მენეჯერის დაკავების ორდერი გასცა
BBC-ის ინფორმაციით, ხელისუფლება კომპანიების ჩხრეკის მიზეზად ფეთჰულა გიულენთან კავშირს შესაძლო ასახელებს.
სახელმწიფომ აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური აგვისტოს თვის დასაწყისში გასცა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებში მცხოვრებ სასულიერო პირს - ფეთჰულა გიულენს სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში ადანაშულებს.
პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გიულენის მხარდაჭერად დასავლურ პოლიტიკურ სამყაროს ასახელებს და მას ტერორიზმის ხელშემწყობს უწოდებს.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში ათასობით ადამიანი დააკავეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან