|
2016-07-30 13:48:17, 1759 ნახვა
მსოფლიო
ბელგიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს
ბელგიაში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, სამართალდამცველებმა 33 წლის დურედინი და მისი ძმა, ჰამზა ქალაქ ლიჟეში დააკავეს. მათი სახლის ჩხრეკისას იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობები სამართალდამცველებმა ვერ იპოვეს. ცნობისთვის, ბელგიაში საგანგებო მდგომარეობა გრძელდება მას შემდეგ, რაც "ისლამურმა სახელმწიფომ" ბრიუსელში 2 ტერაქტი მოაწყო, რასაც 32 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ტერაქტთან ეჭვმიტანილი ძმების კავშირი ჯერ დადასტურებული არ არის. მედიის ცნობით, დღეს სასამართლო დაკავებულთა წინასწარი პატიმრობის საკითხზ გადაწყვეტილებას მიიღებს.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)