2016-07-22 22:34:01, 1551 ნახვა
მსოფლიო
მიუნხენში განსაკუთრებული მდგომარეობა გამოცხადდა - პოლიცია მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს
მიუნხენში დღევანდელი სროლების გამო, განსაკუთრებული მდგომარეობა გამოცხადდა.
„დოიჩე ველე“ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიუნხენში სროლები სამ ადგილზე განხორციელდა - ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, ჰანაუერშტრასისა და რისშტრასეს ქუჩებზე.
პოლიცია ასევე მოუწოდებს მოსახლეობას არ გამოვიდნენ ქუჩაში.
ცნობისთვის, გერმანიაში, მიუნჰენის სავაჭრო ცენტრზე შეიარაღებული თავდასხმ სავაჭრო ცენტრთან მდებარე კაფეში და მეტროს სადგურზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი, ხოლო 20-მდე დაშავდა. პოლიციამ მხოლოდ 3 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან