02:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 16:13:39, 665 ნახვა

სამხედრო
"კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციული რისკების შემცირების კურსი“ გაიხსნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB)  დღეს „კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციული რისკების შემცირების კურსი“ გაიხსნა. სამდღიან კურსს თავდაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაციების წარმომადგენელი სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები ესწრებიან.

ტრენინგის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი მიესალმა და კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

კურსს წარმართავენ თავდაცვის სამინისტროს გამოცდილი სამხედრო და სამოქალაქო სპეციალისტები, ექსპერტები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოდან, იუსტიციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ოფისიდან.

სემინარის მიზანს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული კორუფციული რისკებისა და მათი პრევენციის მექანიზმების გაცნობა, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ანტიკორუფციული ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, თავდაცვის სისტემაში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული ცნობიერების გაძლიერების მიზნით, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამები ხორციელდება.

კურსი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

(NS)


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics