07:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 04:51:08, 1688 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პრემიერ-მინისტრი: ხელისუფლებამ ქვეყანაში ვითარებაზე კონტროლი აღადგინა

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ხელისუფლებამ ქვეყანაში ვითარებაზე კონტროლი აღადგინა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ილდირიმის თქმით, ანკარას თავზე ფრენა შეჩერებულია.

როგორც მედია საშუალება იუწყება, უახლოს საათებში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. არსებული ინფორმაციით, ერდოღანი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანია გარდაცვლილი. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics